ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
05-03-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის I და VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, (1-ელი კლასი - ხათუნი ქარქაშაძე, მე-6 კლასი - მადონა ჩუბინიძე) გაზაფხულის დადგომა და დედის დღე ღონისძიებით მიულოცეს სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„პატარები ერთმანეთის მონაცვლეობით, ცდილობდნენ, მეტი სითბო და სიყვარული გამოეხატათ ლამაზი ლექსებით და სიმღერებით დამსწრე საზოგადოების მიმართ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვების დადებითმა ემოციებმა მთელი სასკოლო საზოგადოება და იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიცვა. 

ეს დღე საინტერესო, დაუვიწყარი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203