საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიებები 
07-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამ მიზნით სასწავლო პროცესი ყოველთვის გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 

ამჯერად, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა დედის დღე.

I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მადონა ვარდოშვილის ხელმძღვანელობით, დედებს დიდი სიყვარულით მიულოცეს 3 მარტი, ემოციური მისალოცი ბარათი დაამზადეს და დღე ხალისიანად გაატარეს. 

შემოქმედებითი აქტივობებით, აღნიშვნას I კლასის მოსწავლეებიც, დამრიგებლის ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.  ამ დღესთან დაკავშირებით პატარებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები და დედებს მუსიკალური ნომრები მიუძღვნეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203