„ჯადოსნური მარტი“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება იზეიმეს
05-03-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანებას მხიარულად შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში პროექტი - „გაზაფხულის ფერები“ ჩატარდა და მის ფარგლებში ღონისძიება თემით - „ჯადოსნური მარტი“ განხორციელდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომლებსაც სკოლაში, „ყოჩაღები 2“ უწოდებენ, თემატური სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და გაზაფხულთან ერთად, ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება აიყოლიეს ცეკვა-თამაშში. საყვარელმა მასწავლებლებმა და დედებმა მათთან ერთად იცეკვეს. 

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203