საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასელებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მზრუნველი პედაგოგები, გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ასწავლიან. 

გრძნობებისა და ემოციების გამოსახატავად კი საუკეთესო დღე - დედის დღეა. 

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წმინდა ნინოს სახელობის III კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) დიდი სიხარულით შეუერთდნენ. 

მათ ღონისძიება გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში ჩაატარეს, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და გიმნაზიის პედაგოგები.

ღონისძიებამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203