წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთლი და მათი თვალით დანახული წარმატებული ქვეყანა
05-03-2024
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებლ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-7 და მე-7 კლასებში, ხელოვნებაში, პედაგოგ ირმა კაკრიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტ-გაკვეთლი ჩატარდა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორი ქვეყნის აშენებას ისურვებდნენ მომავალში და რა იქნებოდა ამ ქვეყნის ძირითადი პრინციპები.

მოსწავლეებმა დროშები იმ პრინციპების მიხედვით დაამზადეს, რაც ქვეყანას წარმატებულს გახდიდა. ესენია: სამართლიანობა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბავშვთა დაცვა, ცხოველთა დაცვა, ხანში შესული ადამიანების გაფრთხილება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, წყალქვეშა რესურსების დაცვა, სიღარიბის დაძლევა, წარსულის მემკვიდრეობის დაცვა.

მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203