ორღულის საჯარო სკოლის პირველკლასლებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
05-03-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, პირველ კლასში ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისით, ინტერესითა და სიყვარულით ჩაერთო.
მათ არაერთი ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. პირველკლასლებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოება გაახარეს.
„უამრავი წარმატება გქონდეთ, მთელი ცხოვრება, ჩვენო ყოჩაღებო“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს