ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები საინტერესო მასტერკლასს დაესწრნენ
05-03-2024
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ბათუმში, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის - Key Consulting ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის ორგანიზებით მიმდინარე შემეცნებით გაკვეთილებს, მორიგ მასტერკლასს დაესწრნენ.

სხვადასხვა შემეცნებით თამაშსა და აქტივობაში, მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ, მასწავლებლებიც - რუსუდან ბარათელი, ნინო ლომთათიძე, ლილი ლომაძე, ქეთი კიღურაძე და ასევე, მოსწავლეთა მშობლები.

შემეცნებითი გაკვეთილების მიზანი იყო მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესება - ლიდერად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თავდაჯერებულობის გამომუშავება, გუნდურ მუშაობაში მონაწილეობა.

შეხვედრის ბოლოს, საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203