კრეატიულ მოსწავლეთა საინტერესო აქტივობები - სორმონის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ბუნებისმეტყველებაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
06-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, VI კლასში, ბუნებისმეტყველებაში ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „საკვების შენახვა“ ჩატარდა.

გაკვეთილი, როგორც გვიყვებიან, წარიმართა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. გაკვეთილზე ბავშვებმა იმსჯელეს საკვები პროდუქტების მნიშვნელობაზე, გამოთქვეს საკუთარი აზრი სწორი და ჯანსაღი კვების დანიშნულებაზე. აღნიშნულ თემებზე მათ საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რამაც მათი მხრიდან დიდი მოწონება და შექება დაიმსახურა.

„წარმატებები ჩვენ გამორჩეულ და კრეატიულ მოსწავლეებს მასწავლებელთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203