ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი 
05-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწვალეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს. 

ამჯერად, მე-5 კლასის ინგლისური ენის მასწავლებელმა - ზარუჰი ჰაკობიანმა, პროფესიებზე საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა წარადგინეს მათთვის საინტერესო პროფესიები ინგლისურად, აჩვენეს თავიანთი ცოდნა სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას, შემდეგ კი დაამზადეს პოსტერი, სადაც ნაჩვენები იყო ამა თუ იმ სფეროში დასაქმებულის შესრულებული სამუშაო.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი შემეცნებითი, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მათ გაიაზრეს, რომ პროფესიის არჩევა საპასუხისმგებლო საქმეა და რომ პროფესიონალიზმი აუცილებელია ნებისმიერ სფეროში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203