ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე საინფორმაციო ბროშურები შექმნეს
05-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჟამად, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს საგრანტო პროექტის - „გაბედნიერება თუ საკუთარი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“, ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. 

აღნიშნული ინიციატივა კი, მიზნად ისახავს, იძულებითი და ნებაყოფლობით ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზების და შედეგების შესახებ სასკოლო საზოგადოებისა და თემის მცხოვრებლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას.

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ფლაერები ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე და გაავრცელეს სკოლის საზოგადოებასა და სოფლის თემში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203