„სისხლის შემადგენელი კომპონენტები“- სორმონის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიაში, საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ 
05-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, VII კლასში, ბიოლოგიაში, ღია საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა იყო - „სისხლის შემადგენელი კომპონენტები“. 

მოსწავლეებმა სისხლის შემადგენელი კომპონენტების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, სისხლის ჯგუფებზე, მის ფუნქციებზე იმსჯელეს, ასევე, საჭმლის მომნელებელ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაამყარეს. 

ღია გაკვეთილის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, აქტიურად ჩაერთო. მათ გაკვეთილი ხატოვანი გამონათქვამით შეაჯამეს: „ორგანიზმის შინაგანი გარემოს ჰომეოსტაზური მდგომარეობა ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“. 

„წარმატებები ჩვენს გამორჩეულ და კრეატიულ მოსწავლეებს, მასწავლებლებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203