ქვემო ქედის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ოჯახის ექიმს უმასპინძლეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში პროექტის - „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ - ფარგლებში, ოჯახის ექიმს - ლეილა სეთურს უმასპინძლეს. მოწვეულ სტუმარსა და მოსწავლეებს შორის მდგრადი განვითარების მესამე მიზნის - „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, შესახებ დისკუსია გაიმართა.
მათ ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ იმსჯელეს, როგორებიცაა: ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პრევენციული მედიცინა, ნარკოდამოკიდებულება, თამბაქოს და ალკოჰოლის ზემოქმედება და ა.შ. შეხვედრამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელები თამარ ლოსეურაშვილი და მაია წიკლაური არიან.
„მადლობა ლეილა ექიმს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: