ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მიზანდასახული, აქტიური და შრომისმოყვარე მოსწავლეები საწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ კონკურსში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში XII კლასის წარმატებული მოსწავლის თეკლე მგალობლიშვილის მიღწევით ხარობენ. გორში, გოგონათა შორის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართა. აღნიშნულ ჩემპიონატში თეკლე მგალობლიშვილიც მონაწილეობდა, მან ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და პრიზიორი გახდა. შედეგად კი ეროვნულ ნაკრებში ჩაირიცხა.
სკოლაში თეკლე მგალობლიშვილსა და მის მეგობრებს - მარიამ თავართქილაძესა და თეკლა ბურჭულაძეს ულოცავენ, რომლებმაც ასევე საპიროზო ადგილები დაიკავეს და ნაკრებში მოხვდნენ. მათი მწვრთნელი გია სიხარულიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: