ბათუმის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელები, კლასის საათის ფარგლებში, მუზეუმს სტუმრობდნენ
05-03-2024
ბათუმის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება. მათ შორის, გასვლითი ღონისძიებებიც ეწყობა. 

ამჯერად, პირველკლასელები, კლასის საათის ფარგლებში, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ. პატარა მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამაში - „გამარჯობა, დედამიწა“ მონაწილეობდნენ და ვიქტორინის შეკითხვებსაც წარმატებით გაართვეს თავი. 

ისინი გავლით აქტივობაში, კლასის ხელმძღვანელის - ეთერ მესხიძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203