ზეინდარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გააცნო
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ერთ-ერთი მათგანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ელგუჯა ცინცაძეა. ის მშობლიურ სკოლას პროექტის - „თსუ დესპანი“ ფარგლებში ეწვია.
მან შეხვედრა გამართა და ზეინდარისა და შუაგორას საჯარო სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინა, გააცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება. მან მოსწავლეთა შეჯითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ელგუჯა ცინცაძეს სკოლაში დიდ მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „დესპანები" მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
იხილეთ ფოტოები: