დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ლექსებით შეასხეს ხოტბა 
06-03-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლაში დედის დღე საინტერესოდ აღინიშნა. მე-7 კლასელებმა, პედაგოგ რუსუდან გაგუას ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, ლექსები წაიკითხეს და ასე მიულოცეს საყვარელ დედებს 3 მარტი.

მოსწავლეთა წარმოთქმულ ლექსებში დედების მიმართ დიდი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება  იგრძნობოდა.

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203