
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მასში მოსწავლეები ყოველთვის ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებლის - ნანული რომანაძის, ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე - „ანომალია, რომელიც სიცოცხლეს იცავს“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაერკვიათ, რა იცავს სიცოცხლეს ყინულის ქვეშ და შეესწავლათ წყლის სითბური გაფართოების უნიკალური თვისება.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები წყლის ანომალიის და სითბური გაფართოების შესახებ, ამ ცოდნით კი, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს კვლევის უნარი.
პროექტზე მუშაობა მსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: