აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით „ლიტერატურული გასამართლება“ მოაწყვეს
05-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწვალეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი გახადონ, შესაბამისად მათ საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საინტერესო გაკვეთილი - „ლიტერატურული გასამართლება“.

გაკვეთილი, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „შვლის ნუკრის ნაამბობის“, მიხედვით გაიმართა და როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი მნიშვნელოვანი მეთოდი - „როლური თამაში“,იყო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა განაწილებული როლები კარგად მოირგეს და მშობლების მხურვალე ტაშიც დაიმსახურეს.

სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლესა და მშობელს აქტიური ჩართულობისთვის და ემოციებით დატვირთული დღისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203