ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით,1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ შორენა მაღრაძესთან ერთად, აქტივობები განახორციელეს.
მათ დედებისთვის ხელნაკეთი ნივთები და მისალოცი ბარათები დაამზადეს. გარდა ამისა, იმღერეს, იცეკვეს ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა. მოსწავლეებმა საყვარელი მშობლების გახარება შეძლეს.
იხილეთ ფოტოები: