ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
05-03-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, დიდი ჟრიამული იყო. 

ეს მნიშვნელოვანი თარიღი VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ლამარა ბორცვაძის ხელმძღვანელობით, საზეიმოდ აღნიშნეს. აქტივობებში მეექვსეკლასელები დიდი მონდომებითა და განსაკუთრებული სიყვარულით ჩაერთნენ. 

მათ სკოლაში სტუმრად მიწვეულ დედებს ლექსები წაუკითხეს და უმღერეს. ამ ყველაფრით კი საყვარელი მშობლების გული გაახარეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, დედის დღის აღნიშვნის ისტორიაზე ისაუბრეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203