ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი არზიანი ბანკის სტიპენდიანტი გახდა
05-03-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე გიორგი არზიანია, რომლის მიღწევითაც ახლა სკოლაში ამაყობენ. ის STEM სკოლის გამარჯვებულია. შედეგად კი, პროექტ STEM სკოლაში ჩაირიცხა და საქართველოს ბანკის დაფინანსება მოიპოვა.
„ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას“,- სასკოლო საზოგადოება მას ამ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.