დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება მარნეულის N3 საჯარო სკოლაში
05-03-2024
მარნეულის N3 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეები, წითელი ბუშტებით მორთული კლასი და შთამბეჭდავი თაიგულებით ხელდამშვენებული პატარები - ასეთი იყო ღონისძიება, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა დედებს დიდი სიყვარულით მიულოცეს 3 მარტი და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
სიურპრიზებითა და საჩუქრებით დატვირთული დღე, დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.