
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში, დედის დღე ინგლისურენოვანი ღონისძიებით - Happy mother’s day, აღინიშნა.
სკოლაში, ღონისძიება VII კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის ეკა ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.
ღონისძიება საკმაოდ ემოციური იყო, ბავშვებმა ეს დღე უსაყვარლეს დედებს შთამბეჭდავი წარმოდგენით გაულამაზეს, მრავალფეროვნად მორთულ სასკოლო გარემოში, არაერთი საინტერესო ნომერი შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მსგავსი დღესასწაულების აღნიშვნა და მოსწავლეებისთვის ემოციების გამოხატვის შესაძლებლობის მიცემა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: