„ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე?“ - შემეცნებითი ღონისძიება მახათაურის საჯარო სკოლაში
05-03-2024

​ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში, საინტერესო ღონისძიება - „ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე?“, გაიმართა. 

ღონისძიება 29 თებერვალს ჩატარდა და ის საინტერესო სიტყვით გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან ნადირაძემ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ ისაუბრეს და შემეცნებითი პრეზენტაციები წარმოადგინეს VII, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ V, VI კლასის მოსწავლეები.

ბავშვებმა, თემის ირგვლივ საინტერესო შეკითხვები დასვეს და მომხსენებლებისგან კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კმაყოფილები დარჩნენ როგორც მონაწილე, ასევე დამსწრე მოსწვალეები.

„რაც მთავარია გაიგეს ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე - კაცი, რომელმაც იცოდა „სიტყვა საქმიანი“, - ასე აღნიშნავენ სკოლაში და აფასებენ ღონისძიების წარმატებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203