„ყველაფერი ინგლისის შესახებ“ - მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო პროექტი
05-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა​ში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო პროცესის შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებლებმა: ამალია მანუკიანმა და გაიანე უნანიანმა ჩაატარეს პროექტი, სახელწოდებით - „ყველაფერი ინგლისის შესახებ“. პროექტში მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

პროექტის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - სპორტი, განათლება, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ინგლისურ ენაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტს კონკურსის სახეც ჰქონდა და ბოლო ეტაპზე, პრეზენტაციის შემდეგ გამარჯვებულ კლასებს გადაეცათ ფასიანი საჩუქარი, მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203