
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის დაუვიწყარი დღეების მოწყობას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება იზეიმეს.
მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ბუნებაში გაისეირნეს, ყვავილები შეაგროვეს და ლამაზი თაიგულები შექმნეს.
მოსწავლეებმა ამაღლებული განწყობითა და დიდი სიხარულით, ყვავილები პედაგოგებს მიართვეს, საკლასო ოთახი გაალამაზეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
ეს დღე მოსწავლეებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით დამუხტული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტიები: