
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და ლამაზი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა 3 მარტთან დაკავშირებით დაამზადეს მისალოცი ბარათები დედებისთვის, ყვავილები პედაგოგებისთვის, სკოლაში მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის და მათ საჩუქრად გადასცეს. აღნიშნული აქტივობით ბავშვებმა ისინი ძალიან გაახარეს.
სკოლაში, პედაგოგ მთვარისა ტაბატაძეს გაწეული შრომისათვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მოტივაციასა და განწყობას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: