წარმტაცი სადღესასწაულო ღონისძიება წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
04-03-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით და სიამოვნებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში კიდევ ერთი, როგორც თავად უწოდებენ, ლამაზი და თბილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს - დედის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიება გაჯერებული იყო მუსიკალური ნომრებით, მოსწავლეები ემოციური სიტყვით გამოვიდნენ, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203