
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლა-სწავლების პროცესში სავალდებულო საგაკვეთილო აქტივობების გარდა, აუცილებელია არაფორმალური განათლება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს, მათ შესაძლებლობებს .
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში გრძელდება აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას.
ამჯერად, VIIIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის კონსტანტინე გოშხეთელიანის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესით ჩაერთნენ ვიქტორინა-კონკურსში - „ვინ უკეთ“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სააზროვნო კითხვები, როლური გათამაშება, კროსვორდების შევსება - ეს ის დავალებები იყო, რომლებიც მოსწავლეებმა წინასწარ მოიფიქრეს და მოამზადეს.
კონკურსის შედეგები სამართლიანად შეაფასეს ჟიურის წევრებმა. საბოლოოდ კი, ვიქტორინა-კონკურსში გამარჯვება წილად ხვდათ I ჯგუფის მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.
იხილეთ ფოტოები: