საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარმომადგენლები ზოგადი განათლების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ
06-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები განათლების განვითარების საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლა მუდმივად ცდილობს იყოს საჯარო განხილვების თანამონაწილე და წვლილი შეიტანოს განათლების ხარისხის ამაღლებაში. 

ახალხან, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, მწერალთა სასახლეში, ქართული სასკოლო განათლების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო და საქმიანი შეხვედრა - ცნობილ მეცნიერებთან, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და სასკოლო საზოგადოების ავტორიტეტულ წარმომადგენლებთან.

შეხვედრას უძღვებოდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი - დავით შემოქმედელი.

შეხვედრა ეხებოდა ზოგადი განათლების მიმართულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომელიც უნდა აისახოს ზოგადი განათლების მიზნებში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ და თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, განათლების მინისტრის მრჩეველმა - გია მურღულიამ.

მოხსენებებით გამოვიდნენ რუსთაველის საზოგადოების განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი პარმენ მარგველაშვილი („ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული მიზნები“) და პროფესორი საბა მეტრეველი („ქართული ლიტერატურის სწავლების საკითხი სკოლაში“).

შეხვედრაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარმომადგენლობა, რომლის სახელითაც სიტყვით გამოვიდა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - თამთა ხარატიშვილი; მან დააფიქსირა გიმნაზიის აქტიური ჩართულობა განათლების საკითხებში და, როგორც პედაგოგმა, ისაუბრა რამდენად დიდი როლი აქვს მასწავლებელს, აუმაღლოს მოსწავლეებს ეროვნული ფასეულობები, პასუხისმგებლობა, ზნეობა, შემოქმედებითობა, განსხვავებულის მიმღებლობა და ყველა ის თვისება, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203