ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს
04-03-2024
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში დედის დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა და მათმა უსაყვარლესმა დამრიგებელმა - ლანა კილაძემ დედებს ულამაზესი ღონისძიება აჩუქეს.
ზეიმზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა დედების მიმართ სიყვარული, პატივისცემა გამოხატეს და ამაგი დაუფასეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს