
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავი აქტივობით აღინიშნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი.
1 მარტს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედებს გულთბილი სიტყვებით, ლექსებით, სიმღერით მიულოცეს დედის დღე და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას კლასის დამრიგებელი სალომე საგინაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა, დაამზადეს მისალოცი ბარათები, დაწერეს ემოციური მილოცვები და დღე ხალისითა და სადღესასწაულო ჟრიამულში გაატარეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწვალეებს ჰქონდეთ გარემო სადაც თავიან ემოციებსა თუ შემოქმედებით შესაძლებლობებს გამოავლენენ.
იხილეთ ფოტოები: