საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს 
05-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დედის დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. 

პედაგოგებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული არა მხოლოდ დედებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი ყოფილიყო.

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ხალისით შეუერთდნენ თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის - ეკა ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით. 

პატარებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, ხელოვნური ყვავილები და დიდი სიყვარულით მიულოცეს დედებს ეს ლამაზი დღე.

ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს IIბ კლასის მოსწავლეებმაც. ბავშვები, დამრიგებელის - ქეთევან გაგოშიძის ხელმძღვანელობით, 3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დამზადეს და დედებს მიუძღვნეს სიმღერა დიდი სიყვარულით

მოსიყვარულე პედაგოგები ლამაზი გრძნობების გაზიარებას პატარებს აქტირუად ასწავლიან. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203