
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა ჩართულობაზე აისახება.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნატო მეშველიანის ხელმძღვანელობით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
„ახალგაზრდა მკვლევარები მე-9 აუდიტორიიდან“, - ასე უწოდეს მოსწავლეებს, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაცია რუსთველისეური შაირის, ავთანდილის ანდერძის, დავით გურამიშვილისა და არსენ იყალთოელის, დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის მიხედვით წარადგინეს.
მოსწვალეებისთვის პრეზენტაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მათ სასკოლო საზოგადოებას სათქმელი საინტერესოდ გაუზიარეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: