მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-2 კლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ
06-03-2024

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, პედაგოგები კითხვის კულტურას მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

შესაბამისად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა (ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ბადაშვილი) წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საყვარელი წიგნები მიიტანეს, შემდეგ კი ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას.

ბავშვებმა წიგნებიდან საჯაროდ წაიკითხეს საყვარელი მონაკვეთები, ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, ბიბლიოთეკარის დახმარებით შეარჩიეს სასურველი წიგნები და გაუჩნდათ სურვილი, სკოლის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები გახდნენ.   

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203