ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა აღნიშნეს
04-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის მოსვლა აღნიშნეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.

გარდა ამისა, წელიწადის მიმდინარე სეზონისა და მისი თავისებურებების შესახებ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, საზეიმოდ, იყო მორთული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203