მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დედის დღეს შთამბეჭდავი პროექტი მიეძღვნა 
05-03-2024

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სასკოლო პროგრამის ფარგლებში, პედაგოგ ნათია ხურცილავას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი განახორციელეს.

მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, დედის „იავნანაც“ შეასრულეს  და დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსებიც წარმოთქვეს.

 სპექტაკლს საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა - შემოსული შემოწირულობა  მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203