ბენარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამი სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებს მართავენ. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გელაშვილმა, თამუნა გიგოლაშვილმა, ბექა ხარაულმა, თორნიკე მსხვილიძემ და მათე გაბრიჩიძემ, მოქალაქეობის გაკვეთილზე, სამი სოფლის- ბენარის, უნწის და შოლავერის თემის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ კვლევა წარადგინეს.
მათ აღნიშნული თემის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს, ინფორმაცია ერთმანეთეს გაუზიარეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობას პედაგოგი სვეტლანა ბოჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: