
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო კომპლექსური დავალება, რომელიც მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგმა - იზა ახვლედიანმა შესთავაზა.
X კლასელები კომპლექსური დავალების ფარგლებში გადასახლდნენ ძვ.წ აღ. IV საუკუნეში. ისინი გახდნენ წარჩინებული გვარის, ტომის, ბელადის ოჯახის წევრები. პოლიტიკურმა მოვლენებმა რა ქარტეხილს არ გამოატარა, ამ ყველაფერმა კი დააწერინათ მემუარები მომავალი თაობისათვის.
ორბელის საჯარო სკოლის VIII კლასელებმა კი მოირგეს შუა საუკუნეების საზოგადოების წევრთა როლები და გააცოცხლეს მათი ყოფა-ცხოვრება.
იხილეთ ფოტოები: