
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებლების - ქეთევან ნათენაძის, შორენა გავაშელაშვილის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ქეთევან ენდელაძის ორგანიზებით, ინტეგრირებული ღონისძიება, იმიტირებული სასამართლო პროცესი - „ლიტერატურული სასამართლო“ ჩატარდა.
„სასამართლოზე“ განიხილებოდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „სარჩობელაზედ“ პერსონაჟის - ბეჟანას საქმე. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, თავიანთი როლი შემოქმედებითად წარმოაჩინეს.
„სასამართლო პროცესის“ ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის თემაც იყო საზოგადოების როლი მისი ყოველი წევრის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.
პროექტში V – IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: