ხორენიის საჯარო სკოლაში დედის დღე იზეიმეს
04-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება

ამჯერად, ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა. სკოლის დირექტორმა - რუბენ ვარდანიანმა ეს დღე მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა. აქტივობა დაწყებითი კლასის ხელმძღვანელებმა და მოსწავლეებმაც მოაწყვეს. აღსაზრდელებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე წაიკითხეს. 

მოსწავლეებმა საყვარელ დედებს, სიმბოლურად, ვარდები აჩუქეს. აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ იყო მორთული სასკოლო სივრცეც, რაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

მოსწავლეებმა მშობლების გახარება შეძლეს. 

იხილეთ ვიდეო:

   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203