ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, ამჯერადაც სასკოლო სივრცეში დიდი ჟრიამული იყო.
პირველი, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად, საკლასო ოთახები მორთეს და დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს. მათ დრო ნაყოფიერად, გაატარეს, დედის დღისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში დედის როლის შესახებ ისაუბრეს.
პატარა მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, მათი ნამუშევრები მართლაც საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი დღე საყვარელ მშობლებს უდიდესი სითბოთი მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: