შორაპნის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
04-03-2024
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში ლამაზად წერის კულტურის დანერგვასა და ამ კუთხით მოსწავლეების წახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
მოსწავლეები მასში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის მიზანი იყო ქართული და მწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და კალიგრაფიული უნარის წარმოჩენა.
კონკურსის მიმდინარეობას ჟიური აკვირდებოდა. შეირჩა საუკეთესო კალიგრაფი და სამი გამორჩეული ხელნაწერის ავტორი, რომელთაც სიგელები გადაეცათ.
კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს