
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების კინემატოგრაფიით დაინტერესებას, ამ მიზნით სკოლაში საინტერესო აქტივობები იგეგმება.
ამჯერად, კიდევ ერთი კინოჩვენება IX კლასის მოსწავლემ გაბრიელ ცირეკიძე მოაწყო, მან წარადგინა დავით რონდელის რეჟისორობით გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი - „მამლუქი“.
კლასის დამრიგებელი ჟანა გაბიძაშვილი გახლავთ.
საქართველოს ისტორიის ყველაზე საშინელი მოვლენის, ტყვეებით ვაჭრობის, მთელი სიმძიმე შეიგრძნო დამსწრე საზოგადოებამ. დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა მაყურებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ახლა უკვე ჯერი მერვე კლასზე დგება და კინოჩვენება სკოლაში უკვე ტრადიციულ ხასიათს იძენს.
იხილეთ ფოტოები: