საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
04-03-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დაწყებითი კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადის ოქროს ტურში წარმატებით მონაწილეობისთვის. მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:

II კლასი (დამრიგებელი ეკა ხეცუაშვილი) - სიგელი გადაეცა ილია ახალმოსულიშვილს.

II კლასი (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) - ოქროსა და ვერცხლის სიგელთ დაჯილდოვდა ქეთევან ბრეგვაძე.

IV კლასი (დამრიგებელი თინათიან ბლიაძე) - ვერცხლის სიგელი მიენიჭა ლუკა თურაზაშვილს.

ბრინჯაოს სიგელით დაჯილდოვდნენ მათე ხოსრუაშვილი, იოანე გოგინაშვილი, ნიკოლოზ კაკულია, ბარბარე სვიანაძე.

სერტიფიკატები მიენიჭათ - გიორგი შერმადინს, ნიკოლოზ მეგრელიშვილს, მარიამ შავიძეს, ირაკლი ამარიანს, ანდრია ახალმოსულიშვილს.

გიმნაზიის რექტორმა დეკნოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა გიმნაზიის მოსწავლეები და უსურვა მათ ულევი წარმატება ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203