მათხოჯის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის - ლუკა კუხალაშვილის სპორტული წარმატება
04-03-2024
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში მიზანდასახული, აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა სახის შეჯიბრიში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა კუხალაშვილის მიღწევით ამაყობენ. მან კრივში სომხეთის ნაკრების წევრი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლუკა კუხალაშვილმა ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და შესაბამის წარმატებასაც მიაღწია.
სკოლაში მისით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
„ლუკა კუხალაშვილმა 2024 წლის 23 თებერვალს გამარჯვება მოიპოვა კრივში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ. ვულოცავთ მას მიღწეულ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს