კარტიკამის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება გაზაფხულის დადგომასა და დედის დღეს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, მე-2 კლასში გაკვეთილი-ღონისძიება - „გაზაფხული და დედა ტყუპები არიან“ გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, ანჟელა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სხვადასხვა თემატური ნომერი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელები საზეიმოდ იყვნენ გამოწყობილები, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია