კარტოფილის კერძების დღე - სახალისო კულინარიული აქტივობა მათხოჯის საჯარო სკოლაში
05-03-2024

ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში, პედაგოგის თამილა ყუფარაძის ხელმძღვანელობით „კარტოფილის კერძების დღე“ გაიმართა, აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, მხოლოდ ერთი პროდუქტით - კარტოფილით, სხვადასხვა კერძი მოამზადეს, ბოლოს კი დიდი სიამოვნებით დააგემოვნეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, სახალისო და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203