როდინაულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანი ხოხიაშვილი ბანკის სტიპენდიანტი გახდა
04-03-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული, მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - ანი ხოხიაშვილის მიღწევით ხარობენ. მეცხრეკლასელი კომაროვის სკოლის მიერ ინიცირებულ ონლაინ მათემატიკის სკოლაში მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა, გაიმარჯვა და საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი გახდა. 

ის პროექტ STEM სკოლაში ჩაირიცხა. 

სკოლაში ანი ხოხიაშვილის წარმატება ახარებთ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203