
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ანი ჯანელიძე.
ანი IX კლასის მოსწავლეა, რომელიც პედაგოგის - ირინა ბობოხიძის ხელმძღვანელობით ესეების კონკურსში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი - „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“, ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
ანი დიდი ყურადღებით მუშაობდა თავის ნაშრომზე, საბოლოოდ, შედეგმაც არ დააყოვნა და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ის საუკეთესო ათეულში გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელით, 100 ლარიანი ვაუჩერითა და ჩანთით.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: